7-09-2020
მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში შემოსვლის პირობებში ჩვენთან საკარანტინო სივრცეები, ფუნქციონირებდა პირველი 14 დღის განმავლობაში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე, ვამცირებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს და სტუმრებსაც მათ შორის, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საკარანტინო სივრცეს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ, რომლებსაც ასევე, ექნებათ ვალდებულება, რომ 12-ე დღეს კიდევ ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება.
"იქნება 8 დღე, 8 დღის შემდეგ იქნება PCR-ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მე-9 დღეს დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება, 12-ე დღეს კიდევ ერთი PCR-ტესტის ჩატარება. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, რაც შეიძლება სწრაფად და რაც მთავარია ჯანმრთელად დაუბრუნდნენ ოჯახებს და სოციალურ ცხოვრებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.