გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შესაძლებელია გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც

7-09-2020

მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა, ექიმების სრული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაძლებელია 3 ქალაქის პირობებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, მართლაც გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის, სასტუმროებშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედი კლინიკური ჯგუფის პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს შექმნილი კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვთხოვეთ და ეს ყველაფერი მათი პროტოკოლების მიხედვით განხორციელდება, ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს,“- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930