გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან

9-09-2020

ძალიან გთხოვთ ყველას, პანდემიის პერიოდში თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სარიტუალო შეკრებები, რომელიც დაკავშირებულია ბედნიერებასთან, თუ იქნება სამწუხარო თავშეყრები. კიდევ ერთხელ გთხოვთ ყველას, რადგან ეს არის ძალიან მომატებული რისკი, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი ოჯახიდან 5 წევრის დაინფიცირება, სწორედ მსგავსი სახის შეკრებას უკავშირდება.

„ჩვენ ერთი ოჯახური შემთხვევა გვაქვს ცაგერში, სწორედ ასეთი დიდი სარიტუალო სუფრიდან, რომელიც დაკავშირებული იყო ბედნიერებასთან და ოჯახის 5 წევრი არის დაინფიცირებული. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ამ პერიოდში რა თქმა უნდა აღვნიშნოთ ასეთი რიტუალები, მაგრამ ის უნდა იყოს მოკრძალებული და ოჯახური დღესასწაული ან ოჯახური მწუხრი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930