გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
10 სექტემბრიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები აიკრძალება

9-09-2020

ხვალიდან აიკრძალება ე.წ. სოციალურ ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებს, თუმცა ეს ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ე.წ. სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორებიცაა იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ საკითხებთან დაკავშრებით გარკვეული გეგმები გააჩნდათ, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და ხვალიდან უკვე ეს სოციალური ღონისძიებები აიკრძალება. ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე არსებობდა. იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც, დღეის მდგომარეობით მოქმედებს, თუმცა ეს ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930