გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ეს იყო პირველი აღიარება, რომ ნაცმოძრაობა და მაშინდელი "რუსთავი-2" კვლევებს აყალბებდნენ

9-09-2020

„ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს პირდაპირ ეთერში უღიარებია, რომ ისინი აყალბებდნენ კვლევებს. ცოტა სხვა სიტყვებით, მაგრამ მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ნაცმოძრაობა და მაშინდელი "რუსთავი-2" გვარამიას ხელმძღვანელობით მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ნაც. მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ იყო მომხრე“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კვლევების გაყალბების ამბავი ცნობილი იყო, მაგრამ გუშინ მოხდა პირველი საჯარო აღიარება, თუმცა სხვა ირიბი აღიარებები აქამდეც გაჟღერდა, თავად მიხეილ სააკაშვილის მიერაც.

„ორი კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ჩაწერა მისთვის ძალიან უსარგებლო ვიდეორგოლი, სადაც თქვა, რომ მან ჩაიდინა მძიმე შეცდომები. სხვათა შორის, მან ეს ფრაზა პირველად გამოიყენა და აქამდე ის უბრალოდ ამბობდა, რომ გარკვეული შეცდომები იყო და შეცდომები ნამდვილად არ იყო ის, რასაც ჩვენ 2012 წლამდე ვხედავდეთ და ჩვენ თავზე გვქონდა გამოცდილი საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს. მაგრამ ახლა მან პირველად გამოიყენა ტერმინი „მძიმე შეცდომები“. ბუნებრივია, ყველა ხდება, მათი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერებიც, რომ აქ საუბარი იყო იმ მძიმე დანაშაულებზე, რომლისთვისაც ის, მათ შორის ბრალდებულია, მათ შორის მსჯავრდებულია და დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოს მიერ და რაც შემდგომ სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930