გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია მეზვრიშვილი: აიკრძალება 200 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები ღია ცის ქვეშ

9-09-2020

ხვალიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მიისვე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ, ვინაიდან, დახურულ სივრცეში ასეთი შეზღუდვა აქამდეც არსებობდა.

„კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდება 200 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები. იგულისხმება ასეთი ღონისძიებების ჩატარება ღია ცის ქვეშ, დახურულ სივრცეში, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეს შეზღუდვები არსებობდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხვალიდან 200 -ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აიკრძალება. ბუნებრივია, ამ რეგულაციების შეუსრულებლობაზე გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930