9-09-2020
ქართული ბიზნეს ორგანიზაცია „სიბიეს ჯგუფის“ ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.529 %- ის გასასხვისებლად გამოცხადებულ საჯარო აუქციონში გაიმარჯვებულად კომპანია „ბესტ ენერჯი გრუპი“ გამოცხადდა. საჯარო აუქციონის საწყისფასს შეადგენდა 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობა კი გახლდათ 50 000 ლარი.
„ბესტ ენერჯი გრუპი“ რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ მსხვილ ქართუ იბიზნეს ჯგუფთან - „სიბიეს ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანიაა აქტიურად გეგმავს კომპანიის მართვაში, დედაქალაქის ელექტრო სისტემის განვითარებასა და მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდებაში ჩაბმას.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბიზნეს ჯგუფს ენერგო სისტემის მართვის მასშტაბური გამოცდილება აქვს და ენერგეტიკასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა,წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.
„სიბიეს ჯგუფის“ ჰოლდინგის ქვეშ არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა „თბილისი ენერჯი“, „ვეონ-საქართველო" „საქართველოს ეროვნული ლატარია“, „ჯიესენი“, „თბილისის მიკროავტობუსი“ „რკინიგზის ტელეკომი“ და სხვა.
ბიზნეს ჯგუფი აქტიურად ეწევა სტარტაპების წახალისებას და პატრონაჟს უწევს ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით, ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილ ერთ ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტს, სოციალურ პლატფორმა “Feedc”-ს. ამასთან ერთად გაცნობებთ რომ კოვიდ19-ის მიერ მიყენებული ფინანსური და ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, „სიბიეს ჯგუფის“ მფლობელობაში არსებულ კომპანიებში არ მომხდარა თანამშრომლების ოპტიმიზაცია, და სახელფასო ანაზღაურების შემცირება. „სიბიეს ჯგუფის“ წევრ ყველა კომპანიაში 5000-მდე დასაქმებული დაკავებულ პოზიციაზე განაგრძობს მუშაობას.
„სიბიეს ჯგუფის“სამოქმედო სტრატეგიის ერთერთი მთავარი კომპონენტი ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში, ჯგუფის მფლობელობაში წარმოდგენილი აქციების რაოდენობის გამსხვილებაგახლავთ და წარმატებული ქართული მსხვილი ბიზნეს მოდელის შექმნა.