გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე

9-09-2020

"ქართული იცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად შპს. „დინა“-ს პერსონალს შეხვდა.

ქარხანა 1996 წლებიდან მუშაობს, აწარმოებს ლითონის, პლასტმასისსა და რეზინის ნაკეთობებს და მისი ნაწარმი საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე, ვინაიდან ამიერკავკასიაში ანალოგიური წარმოების ქარხანა არ არსებობს.

საარჩევნო პროგრამის პარალელურად მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისეთ თემებზე ისაუბრა, როგორიცაა - ბიზნესის თავისუფლება, მისი განვითარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის აქტუალობა და ხარისხი, ქართველი და უცხოელი მომხმარებლის მოთხოვნა, ბიზნესის დახმარების გზები.

შეხვედრაზე ქარხნის პერსონალმა კანდიდატის გეგმები და ინიციატივები მოისმინა, ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე.

"ქუთაისი ისეთი ტრადიციების ქალაქია კულტურის, განათლების, ინდუსტრიული წარმოების, ბიზნესის მხრივ სულ ცოტა ხელის შეშველება სჭირდება, ადამიანების ჩართულობა და თვითმმართველობის კეთილგანწყობა მწარმოებელებისადმი, იმ ხალხისადმი, ვინც საქმიანი ქუთაისის სახეს წარმოადგენს. ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება, რათა უფრო წარმატებულად ვაკეთოთ ჩვენი საქმე“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930