გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვენდი მორტონი: ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება

10-09-2020

ვენდი მორტონმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში მომდინარე კონფლიქტის დასრულებას მოხმარდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია მიუღებელია“ - წერს ვენდი მორტონი.

ბრიტანელ მინისტრს ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი . მან მადლობა გადაუხადა ვენდი მორტონს რუსული ოკუპაციის დაგმობისთვის.

„უაღრესად ვაფასებ გაერთიანებული სამეფოს პოზიციას: მისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“ - წერს ზალკალიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930