გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შემზღუდავი ზომების გამკაცრება არ გახდეს საჭირო

10-09-2020

„სამწუხაროდ, პრაქტიკულად, ის მეორე ტალღა, რომელსაც მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები ვარაუდობდნენ, საქართველოში უკვე დაწყებულია, ამას რამდენიმე მიზეზი გააჩნია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლზე აყვანისა და იმისთვის, რომ ეს პროცესი მართვადი ყოფილიყო“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ვერავინ შეპირდება მოსახლეობას, რომ კორონავირუსი სადმე გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ, მისი შეფასებით, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება პანდემიასთან ერთად.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ უფრო დიდად შემზღუდავი და მკაცრი ზომები არ გახდეს საჭირო, როგორც ეს უკვე ერთხელ გავიარეთ და ჩვენი ეკონომიკა მეორედ ასეთ დარტყმას ვერ გაუძლებს, შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებების და ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ შედარებით უმტკვივნეულოდ გავივლით ამ პროცესს“ - აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930