გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები შეასუსტა

10-09-2020

კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად ახმეტის და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები იქნა შემსუბუქებული.

ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რეგიონში დღის მეორე ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გავრცელდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის და თელავის რაიონები. 123 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 35 მმ-მდე მერყეობდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 15:49-დან 19:52- საათამდე ღრუბლის მასები სამ ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 120 ერთეულამდე რაკეტა.
დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

სარაკეტო დამუშავების შედეგად მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება. სეტყვის მოსვლა ძირითადად სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930