გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, კლასებში კი სწავლება 1-ელ ოქტომბრიდან გაგრძელდება

11-09-2020

ჩვენ დღეს ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი კვირით, ისევე, როგორც ბათუმში, სასწავლო პროცესი გადაიდოს პირველ ოქტომბრამდე, მსხვილ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ ქალაქებში, კლასებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება, მანამდე კი სწავლება დისტანციურად წარიმართება.

„ეს ჩვენთვის საჭიროა იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის ჩვენ გვჭირდება ეპიდემიოლოგებთან ერთად ორი კვირა. ამის შემდგომ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა გორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031