გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«The National Interest» (აშშ): რუსეთმა უნდა შეიგნოს, რომ საქართველოს მიმართ წარმოებული პოლიტიკა ძვირად დაუჯდება

3-09-2018

ამერიკული გამოცემის, «The National Interest»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის მიზეზები, მისი მიმდინარეობა და შედეგები: გადმოცემულია აფხაზურ-ოსური სეპარატიზმის ისტორია, რუსეთის მხარდაჭერა მათ მიმართ, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება და ა.შ.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ალექსის მრაჩეკის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან:


„როცა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება მიიღო, კრემლს იმედი ჰქონდა, რომ მას თავისი სხვა მოკავშირეებიც მიბაძავდნენ და აგრესიის შედეგებს დააკანონებდნენ. ათი წლის შემდეგ მოსკოვის იმედები ისევ განუხორციელებელი რჩება: დღემდე რუსეთის გადაწყვეტილებას მხოლოდ ოთხი სახელმწიფო - სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ - შეუერთდა. სირიამ აღიარების გადაწყვეტილება მხოლოდ მიმდინარე წელს მიიღო - კრემლის აშკარა ზეწოლის შედეგად. დანარჩენმა სამმა ქვეყანამ იგივე უფრო ადრე გააკეთა, თუმცა მხოლოდ რუსეთისაგან შეთავაზებული ეკონომიკური სტიმულის შემდეგ: ნაურუმ მოსკოვისაგან 51 მილიონი დოლარი მიიღო, ვენესუელამ კი - 2,2 მილიარდი დოლარი, რუსული იარაღის შესაძენად. მსგავსი პრეფერენციები განხორციელდა ნიკარაგუის მიმართაც.


საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის აგრესია დაგმო, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთის ჯარები კვლავ განაგრძობენ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპირებას, მოსკოვი ძველებურად აგრძელებს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას.

საქართველოში რუსეთთან მომხდარი ომის შედეგები დღემდე იგრძნობა. ასობით ათასი ქართველი უსახლკაროდაა დარჩენილი, ნათესავები და მოსახლეობა ძველებურად გაყოფილნი არიან რუსეთის „სასაზღვრო პოლიტიკის“ შედეგად აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში. მოსკოვი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და „მცოცავ ანექსიას“ აგრძელებს. 2008 წლიდან რუსეთმა დაახლოებით 56-ჯერ მიიტაცა საქართველოს ტერიტორია დამატებით.

საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოკავშირეობა გაუწია ერაყში და ახლაც უწევს ავღანეთში. თბილისი მჭიდროს თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. ასეთი ერთგული მეგობრის საჰაერო სივრცისა და საზღვრების დაცვაში დასახმარებლად, შეერთებულმა შტატებმა გასულ წელს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები „ჯაველინები“ და ჰაერსაწინააღმდეგო „სტინგერის“ სისტემები მიაწოდა. ამასთან, ვაშინგტონმა აუცილებლად უნდა უზრუნველყოს საქართველო დამატებითი იარაღით.


იმ ოთხ ქვეყანას, რომლებმაც რუსეთს მიბაძეს და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად აღიარეს, შეერთებულმა შტატებმა უნდა მოუწოდოს გააუქმონ აღიარება და თავიანთი პოლიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის კურსს დაუქვემდებარონ.


თუ „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის „მცოცავი ანექსია“ ისევ გაგრძელდება, მაშინ აშშ-მა უნდა განიხილოს საპასუხო ზომების მიღების საკითხი ინტენსიური ეკონომიკური სანქციების დახმარებით, რომლებიც მიმართული იქნება აფხაზეთეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ვაშინგტონი ამით თავის ევროპელ მოკავშირეებს მაგალითს მისცემს.


მოსკოვმა უნდა შეიგნოს და გააცნობიეროს: აგრესიული მოქმედება მეზობლებთან, ყოფილ კლიენტ-სახელმწიფოებთან დაუშვებელია. მოსკოვმა ასევე უნდა იცოდეს: ასეთი პოლიტიკის გაგრძელება მას ძვირად დაუჯდება.


-------


ავტორის შესახებ: ალექსის მრაჩეკი არის რუსეთ-ევრაზიის საკითხების მკვლევარი „მემკვიდრეობის“ ფონდის საგარეო პოლიტიკის შემსწავლელ ცენტრში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930