12-09-2018
თბილისში არსებული ლუგარის სახელობის ლაბორატორიის შესახებ რუსულ პრესაში მორიგი ტალღა აგორდა, რომელსაც სათავე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის პრეკონფერენციამ დაუდო.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ რუსული მედიის მიერ გავრცელებული მასალების მიმოხილვას ქართულ ენაზე:
«Российская газета»: ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ატარებდნენ და სავარაუდოდ, ახლაც ატარებენ ექსპერიმენტებს ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებით - ისინი ამ იარაღის ზემოქმედებას ადამიანებზე ცდიან, საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი შენიღბულად ხორციელდება - ავადმყოფების ვაქცინებით უზრუნველყოფის საფარქვეშ. ასეთი სენსაციური განცხადებით გამოვიდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე გუშინ, მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მისი თქმით, საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში (ბიოლოგიური ლაბორატორიაში) მომუშავე ამერიკელი თანამშრომლები - სამხედრო მოსამსახურეები და კერძო ფირმების წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებზე საიდუმლო ექსპერიმენტებს ახორციელებენ, რასაც ექს-მინისტრის ხელთ არსებული მარავალრიცხოვანი დოკუმენტი მოწმობს.
„2015 წლის დეკემბერში ამ ცენტრის 30 პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც „ც“ ჰეპატიტზე მკურნალობას გადიოდნენ, თანაც 24 ადამიანი ერთ დღეს დაიღუპა. „სიკვდილის მიზეზი უცნობია“, - ასეა ჩაწერილი შესაბამის გრაფაში. შემდეგ, 2016 წლის აპრილში კიდევ 30 და აგვისტოში - 13 ადამიანი კვდება უცნობი მიზეზით. სამწუხაროდ, ამ ფაქტებზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა“, - განაცხადა იგორ გიორგაძემ პრეს-კონფერენციის დროს. მისი თქმით, ცენტრთან ახლოს მდებარე ადგილებში მოსახლეობა ჯანმრთელობის მდგომარეობას ხშირად უჩივის. იგორ გიორგაძეს გარდაცვლილი კონკრეტული ადამიანების ვინაობა არ დაუსახელებია, რადგან პაციენტები მკურნალობას თავიანთი გვარებით კი არ გადიოდნენ, არამედ მინიჭებული ნომრებით. „მათ ვინაობის დადგენა მაინც შესაძლებელია“, - თქვა ყოფილმა მინისტრმა.
საერთოდ, თბილისური ლაბორატორიის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება ხმები, რომ რაღაც ექსპერიმენტებს ატარებენ ახალი ვირუსების გამოსაყვანად. ამის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, შემდეგ კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ამჟამად ცენტრი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ გადადის - მისი საქმიანობა უკვე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, ხოლო პერსონალიდან მხოლოდ ექვსღა აქვს ამერიკული პასპორტი. იგორ გიორგაძემ იმდოვნებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ცენტრი მთლიანად საქართველოს ხელისუფლება გააკონტროლებს და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება.
-------------
ამ თემაზე ტელეეთერში ვრცელი ვიდეოსიუჟეტები გადაიცა რუსეთის პრაქტიკულად ყველა ტელეარხის მიერ, განსაკუთრებით კი იაქტიურა «ТВ Первий канал»-მა, რომელმაც პროგრამა «Время»-ში საკითხს თითქმის 20-წუთიანი რეპორტაჟი მიუძღვნა (პროგრამის წამყვანი ვიტალი ელისეევი, სიუჟეტის ავტორი - პავლე პჩელკინი). მასში, იგორ გიორგაძის განცხადებების მიმოხილვასთან ერთად, რუსი ტელეჟურნალისტი ესაუბრება საქართველოს „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს: „ამერიკელი სამხედროები ამბობენ, რომ ლაბორატორია ქართველ მეცნიერებს გადასცეს, იქ ექსკურსიებიც კი ტარდებაო, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ შემთხვევაში, „მახათს ტომარაში ვერ დამალავ“. აი, რას ამბობს ქართველი პოლიტიკოსი არჩილ ჭყოიძე: „დიახ, ლაბორატორიაში მართლაც მუშაობს 11 ქართველი მეცნიერი, მაგრამ იქ არის ერთი საიდუმლო ობიექტი, სადაც მხოლოდ ამერიკელები არიან. იქ ქართველებს შესვლა აკრძალული აქვთ“.
იგორ გიორგაძის ხელთ არსებულ მონაცემები ადასტურებენ, რომ ლაბორატორიაში მავნებელი მწერების მეშვეობით ბიოლოგიური შეტევების ცდები მიმდინარეობს. მწერები შეიძლება უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) გავრცელდეს, რომლებიც, თავის მხრივ, გამოიწვევენ მალიარიის, ტროპიკული ციებ-ცხელებისაა და სხვა დაავადებებს.
ნიშანდობლივია, რომ მოსკიტები, რომლებიც მხოლოდ კავკასიასა და თურქეთში ბინადრობენ, 2014 წლიდან მთელ სამხრეთ ევროპაში გავრცელდნენ. ამ ფაქტს ექსპერტები საქართველოში არსებული ლაბორატორიას უკავშირებენ. გარდა ამისა, ამგვარ ცენტრებში შეიძლება გენეტიკური იარაღის შემუშავებაც ხდება...
საინტერესოა, რომ 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორიის ამერიკელი თანამშრომლები დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, მაგრამ ისინი დიპლომატები კი არ არიან, არამედ პენტაგონს ემსახურებიან კონტრაქტით. აშშ-ის ტერიტორიაზე მსგავსი ობიექტების განლაგება აკრძალულია, ამიტომ ასეთი ლაბორატორიები მთელ მსოფლიოშია განლაგებული - უკრაინაშიც, სომხეთშიც... თბილისის ცენტრის ამერიკელი მუშაკები არ ექვემდებარებიან არც საქართველოს მთავრობას, არც აშშ-ის კონგრესს და რაც მოენებებათ, იმას სჩადიან. ამ საფრთხის შეუფასებლობა დიდი შეცდომა იქნება. ვთქვათ და ობიექტზე ავარია მოხდა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, სად გაიქცევი?“, - აღნიშნულია სიუჟეტში.