გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე მეორე ტურს არ გამორიცხავს

28-10-2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი დღეს ვაკეში, 53-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.


არჩევანის გასაკეთებლად პარლამენტის სპიკერი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.


„დღეს ხმა დემოკრატიას, განვითარებას და ნათელ მომავალს მივეცი. ჩვენ ყველამ ვნახეთ სად იყო საბჭოთა და კავშირი და სად იყო ევროპა, რა თქმა უნდა არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ და ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.


რაც შეეხება მეორე ტურის შესაძლებლობას, ჩვენ  წინასწარი კვვლევების შედეგებზე ვსაუბრობდით, რომელიც აჩვენებს, რომ  ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დღესვე დასრულდეს, თუმცა ასვე არის ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეების აქტიურობაზე, ამასთან,  ჩვენ  თვალ-ყურს ვადევნებთ საარჩევნო პროცესს, რაიმე არსებითი დარღვევები ჯერ არ დაფიქსირებულა და იმედი მაქვს, ეს საარჩევნო პროცესი ასეთივე რეჟიმში გაგრძელდება“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031