გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაზაფხულზე კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება  

25-01-2018


 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, საწურბლიას მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც  თანამედროვე ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო.

 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების  სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე იქნება კავკასიის რეგიონშიმღვიმის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები ჩეხი და ქართველი სპეციალისტების მიერაა შესწავლილი. ადგილზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი; ამბულატორია; მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ - აქტიურ და პასიურ ზონად გაიყომღვიმე პირველ ვიზიტორებს ახალ ტურისტულ სეზონზე მიიღებს.

ინფრასტრუქტურული პროექტისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარი დაიხარჯა.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031