გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს

20-09-2026

ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ,- ამის შესახებ კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.


ოდიშარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გველესიანს არ დაუკონკრეტებია, თუ ვისგან, რომელი ძალისგან მოდიოდა კონკრეტული სახის ზეწოლა, ნაცლიბერალურმა ბაბლმა აღნიშნულის ილუსტრაცია თავადვე მოახდინა.


„ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ. სწორედ ამაზე ისაუბრა გიორგიმ. მას არ დაუსახელებია კონკრეტულად, ვინ და რა ფორმით ახდენდა ზეწოლას ფეხბურთელებზე (და არა მხოლოდ), მაგრამ ამის ილუსტრაცია თავადვე მოახდინეს მისი ნათქვამის ადრესატებმა. მადლობა გიორგის ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე მატჩებისთვის - მისი როლი ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაში ფასდაუდებელია. და კიდევ უფრო დიდი მადლობა იმისთვის, რომ აკაკანებული ბაბლისგან განსხვავებით, მას სამშობლოს განცდა და ეროვნულობის შეგრძნება გააჩნია“, - წერს ოდიშარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930