გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ს ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილ ექიმს სპორტსმენების სექსუალური შევიწროებისთვის 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

25-01-2018

აშშ-ს ტანვარჯიშის ნაკრების ყოფილ ექიმს ლარი ნასარს სპორტსმენების სექსუალური შევიწროებისთვის ინდიანას შტატის სასამართლომ 175-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლარი ნასარის წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოში სექსუალური შევიწროების 156-მა მსხვერპლა მისცა. მათ შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები ალი რაიზმანი და ჯორდინ უიბერი, ოლიმპიური ნაკრების წევრები მაკეილა მარონი, გაბი დაგლასი და სიმონა ბაილზი.
ნასარმა 10 ტანმოვარჯიშის სექსუალური შევიწროება აღიარა.

„მე მერგო პატივი და პრივილეგია თქვენ განაჩენი გამოგიტანოთ. თქვენ არ იმსახურებთ იმას, რომ ოდესმე თავისუფლებაზე აღმოჩნდეთ“,- განაცხადა განაჩენის გამოცხადების დროს მოსამართლე როზმარი აკილინამ.

აღსანიშნავია, რომ 54 წლის ლარი ნასარს შარშან უკვე მიუსაჯეს 60-წლიანი პატიმრობა ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის.


ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31