გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიტკოინის ფასი რეკორდულად ეცემა

26-01-2018

ინვესტორებისა და საერთაშორისო მარეგულირებლების განცხადებების ფონზე, ბიტკოინის კურსი ისევ ეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას investopedia ავრცელებს.

დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ფასი კიდევ 0,97%-ით დაეცა და ამჟამად 11 ათასი ამერიკული დოლარი ღირს.

Bitfinex- ზე კრიპტოვალუტა 0.41% -ით დაეცა და 11.43 ათასი დოლარამდე შემცირდა, ხოლო GDAX - 0.2% - ით და 11.39 ათასი დოლარი შეადგინა. 

მანამდე ამერიკელმა ფინანსისტმა, ინვესტორმა და ცნობილმა ქველმოქმედმა ჯორჯ სოროსმა ბიტკოინს "ფინანსური საპნის ბუშტი" უწოდა. ამის შესახებ სოროსმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრისას ისაუბრა. 

19 იანვარს ნობელის ლაურეატმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ შილერმა CNBC-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ბიტკოინის კოლაფსში დარწმუნებულია.

“ბიტკოინს ტოტალური კოლაფსი ელოდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მან დიდხანს იარსებოს, მაგალითად 100 წელიწადს“, - განაცხადა შილერმა.

ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინი არაფრად ღირს, სანამ მის ფასზე საზოგადოება არ შეთანხმდება, ანუ საკუთარი ინტერესებით დაუდგენს ფასს. ის იქვე განმარტავს, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა შედარდეს სხვა აქტივებთან, მაგალითად ოქროსთან.

2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი საგრძნობლად დაეცა. 2017 წლის 20 დეკემბრის პიკის შემდეგ, როცა მისმა ღირებულებამ 20 ათას დოლარს მიაღწია, იანვრის შუა რიცხვებში ის განახევრდა.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930