გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე მარტივად შევჯერდებით

26-01-2018

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

„ჯერ-ჯერობით არ შემოგვხმიანებიან პრეზიდენტისგან. იქნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე მარტივად შევჯერდებით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის თარიღზე. რეგლამენტის თანახმად, ეს არის საგაზაფხულო სესიის პირველივე დღე, თუმცა გვაქვს ჩვენ პრაქტიკა, როდესაცპრეზიდენტის თხოვნით, სხვა დროს ტარდება ხოლმე პრეზიდენტის მოხსენება. კონსულტაციების საფუძველზე მარტივად შევჯერდებით ამ საკითხზე“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930