გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს 

30-01-2018

მეტროსადგურ“ „ვარკეთილში დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც სხვადასხვა კლინიკაში მოთავსებული დაშავებული მოქალაქეები მოინახულა.

 

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერი თავდაპირველად, მეტროსადგურვარკეთილშიიმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.  

 

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31