გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: ხვალ სასამართლოს შემდეგ უკრაინის ხელისუფლებას შესაძლოა ჩემი დეპორტირების საშუალება მიეცეს

31-01-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ 1 თებერვალს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში მისი დეეპორტაცია განახორციელოს. როგორც მან ტელეარხ Zik-თა ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მისი ექსტრადიციის შესახებ შეთანხმდნენ.

"მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო. მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეკომპანიამ მოახდინა ჩანაწერის ანალიზი და დაასკვნა, რომ ის 24 ნაწილისგან იყო დამონტაჟებული.

ამ დროისთვის უკრაინაში ჩემთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული მექანიზმი ამოიწურება, რა თქმა უნდა, მივმართავ ევროპულ სასამართლოს და ამ ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ.

1-ელ თებერვალს გაიმართება სასამართლო პროცესი, რომლის შემდეგაც შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებას ჩემი დეპორტირების საშუალება მიეცეს. შეთანხმება ჩემი საქართველოში ექსტრადიციის შესახებ უკვე აქვთ პოროშენკოსა და ივანიშვილს. ოლიგარქებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ანადგურებენ, საკუთარ მტრად მიაჩნიათ ისეთი ადამიანები, რომელიც ქურდებს ებრძვიან," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ipress.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930