გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ერთ-ერთი ბაგა-ბაღიდან სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

31-01-2018

თბილისის ზღვის ტურბაზასთან არსებულ დევნილთა დასახლებაში მდებარე ბაგა-ბაღი „იმედის“ ხუთი აღსაზრდელი შეუძლოდ გახდა.

როგორც პირველ არხს ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელებს აღენიშნებოდათ პირღებინება, მათგან სამი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ორი მშობლებმა სახლში წაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ჯერ უცნობია, რა არის შემთხვევის მიზეზი, ვირუსული ინფექცია, თუ საკვებით ინტოქსიკაცია. საკვების სინჯები უკვე გადაგზავნილია ლაბორატორიულ შემოწმებაზე.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე ადგილზე იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728