გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: სპეციალურად შეარჩიეს პატარა დარბაზი რომ ხალხი არ შემოეშვათ

1-02-2018

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნის კანონიერების საკითხზე სასამართლო მსჯელობას 5 თებერვალს განაგრძობს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი კი, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, დასრულდა. 
„სპეციალურად შეარჩიეს პატარა დარბაზი რომ ხალხი არ შემოეშვათ, მოიყვანეს დიდი რაოდენობით პოლიციელები, შეცვალეს მოსამართლეები იმის ნაცვლად, რომ აგვიხსნან, რა მიზეზით დაამატეს ორი მოსამართლე. წინა მოსამართლეებს შეეშინდათ ხალხის რეაქციის და თავად ითხოვეს შეცვლა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ. ვფიქრობ, რომ აქ არანაირი სასამართლო არ იქნება, ეს არის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლება ჩაიგდო ხელში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031