გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე "რუსთავი 2"-ზე: წალეკა მათმა ფეიკნიუსებმა ეთერი; ყველაფრის მკადრებელი ტელევიზია გაჭირვებული ადამიანის ვარამით სპეკულირებს

21-04-2019

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მარტვილში 15 წლის მოზარდმა თავი შიმშილის გამო მოიკლა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


გარდაცვლილის ოჯახმა მოგვიანებით "რუსთავი 2" სიცრუეში დაადანაშაულა, ხოლო მისი ჟურნალისტი სახლიდან გააგდო.


"ამის გვერდის ავლა და წაყრუება უკვე არ შეიძლება. წალეკა მათმა ფეიკნიუსებმა ეთერი და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ყველაფრის მკადრებელი ტელევიზია გაჭირვებული ადამიანის ვარამით სპეკულირებს. სრულიად დაკარგეს სახეც, მორალიც და ყველაფერი"-წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930