გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოკვლეული ხილ-ბისტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა

17-05-2019

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ახლადშემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ.


პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა.


შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, მარწყვი.


გამოკვლეული ხილ-ბისტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.


სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930