გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსეთში გამოკითხულთა 71% მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა კვლავ ვლადიმერ პუტინს მისცეს

8-02-2018

რუსეთში გამოკითხულთა 71% მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისცეს. ამის შესახებ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

კითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, არჩევნები უახლოეს კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 71,4%-მა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაასახელა. 

კომუნისტური პარტიის კანდიდატს, ბიზნესმენ პაველ გრუდინინს ხმას გამოკითხულთა 6,9%, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერ ვლადიმერ ჟირინოსვკის კი 5,7% მისცემდა.

გამოკითხვის თანახმად, უახლოეს კვირას ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი ხმათა 1,3%-ს დააგროვებდა.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოკითხვა 29 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა. სულ სატელეფონო ინტერვიუს სახით 7 ათასი რესპოდენტი გამოიკითხა. აღნიშნული კვლევის შედეგების ცდომილება 1,2%-ს არ აღემატება.




ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930