გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: თუ საქართველოში დამაპატიმრებენ, ჩემი მხარდამჭერები მთავრობას დაამხობენ, რათა მე გამათავისუფლონ

8-02-2018

უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში მოხდება ჩემი ექსტრადირება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგული გამოცემა Liberation-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება ჩემი ექსტრადირებისთვის ემზადება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად საქართველოში გამაგზავნიან. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს ჩემი უკან მიღების თხოვნით. რაც შეეხება ჩემს ექსტრადიციას საქართველოში, ეს ძალიან რთული იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის. მათ არ სურთ ჩემი იქ ყოფნა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, მას საქართველოში სახალხო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცველ სტრუქტურებში. 

„საქართველოს მთავრობა სუსტია. ქართველების უმეტესობამ იცის, რომ ჩემს დაუსწრებლად ჩატარებული პროცესი ფარსი იყო. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს ოფშორულ ანგარიშებს ეძებდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. ჩემს დროს კორუფცია არ იყო. თუ დამაპატიმრებენ საქართველოში, ჩემი მხარდამჭერები დაამხობენ მთავრობას, რათა მე გამათავისუფლონ. ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 





ipn.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031