გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პაატა ბურჭულაძე: პროკურატურაც დარწმუნდა, რომ შემოწირულობის 100% იხარჯებოდა და დღესაც იხარჯება ქველმოქმედებაზე

9-02-2018

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა, რომელიც საქალაქო სასამართლოში თითქმის 4 საათი მიმდინარეობდა, დასრულდა.
როგორც ბურჭულაძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, პროკურატურა დარწმუნდა, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების 100% ნამდვილად ქველმოქმედებას ხმარდება. 
„ინტერნეტში გავრცელებული ფილმი, სადაც საუბარია რომ შემოწირულობის 20 თუ 30 პროცენტი ხმარდებოდა ბავშვებს, არის დეზინფორმაცია. ამაში დარწმუნდა პროკურატურაც, რომ შემოწირულობის 100% იხარჯებოდა და დღესაც იხარჯება ქველმოქმედებაზე. 
იმას, რომ ფონდ „იავნანაზე“ შეტევა ჩემ გამოა, წყალი არ გაუვა. ეს მე ვთქვი მაშინაც, იმიტომ რომ ეს რომ იყოს მხოლოდ ფონდ „იავნანას“ საქმე, ფილმი, რომელიც ამ ვაჟკაცი პატრიოტების მიერაა გადაღებული, მახათაზეც არ იქნებოდა გადაღებული“- განაცხადა ბურჭულაძემ. 
შეგახსენებთ, რომ მსაქმე ფონდ „იავნანას“ თანხების გაფლანგვას ეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031