გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტში მიღება გაიმართება

10-02-2018

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებური ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრების“ ფარგლებში ხვალ პარლამენტში მიღება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმასპინძლებენ.


პარალელურად მოეწყობა ფოტო-გამოფენა „საქართველოს ეკლესია 1917–2017 წლებში“. ღონისძიებას დაესწრებიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნების დელეგატები, პარლამენტის წევრები და სასულიერო პირები.


მიღება პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930