გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ნაც. მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლის საკითხზე განცხადებით მიმართვს

12-02-2018


 

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას სთხოვს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პარტიის ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს შეიტანს.

 

როგორც ის განმარტავს, გამოძიებული უნდა იყოს, თუ როგორ გადაურიცხა პრემიერ-მინისტრს მისმა მამამ 50 000$, როდესაც მის სახელზე არანაირი შემოსავალი არ ფიქსირდება.

 

„აუდიტის სამსახურმა გამოიძიოს და დაადგინოს საიდან იშოვა 50 ათასი დოლარი პრემიერ-მინისტრის მამამ, როდესაც მას ოფიციალურად არანაირი ბიზნესი არ გააჩნია, ასევე მისი დეკლარირებული შემოსავალი, რომ რაიმე გაიყიდა და აქედან მიიღო შემოსავალი, არსად არ ჩანს. ამიტომ კითხვა არის მარტივი, საიდან მოვიდა 50 ათასი დოლარი კვირიკაშვილის მამის ხელში, მაშინ როდესაც მის ვაჟს პრემიერ- მინისტრს წელიწადში 51 ათასი ლარი აქვს შემოსავალი,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031