გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

13-02-2018

ე.წ. ციანიდის საქმეზე, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძეა მსჯავრდებული, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ სააპელაციო სასამართლო მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩებს ძალაში დატოვებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ის დამოუკიდებელი არ არის.
„თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას და თავისი განაჩენით ძალაში დატოვებს ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენს, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ მოსამართლეები და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. ყველა ეს მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის შეთითხნილი, გარკვეული პირთა მიერ დაგეგმილი, ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930