გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რადას დეპუტატი: ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი უკრაინიდან ძალის გამოყენებით გააძევა

13-02-2018

საქართველოში ევრონესტის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი პოროშენკოს პარტიის წევრის დმიტრო ლუბინეტის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომაც ვერ იპოვა კანონიერი საფუძველი იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა გაეგრძელებინა.
ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 
,,გუშინ კიევში აბსოლუტურად კანონიერი პროცედურა განხორციელდა, რადგან ბატონი სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ მოხვდა. მას ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვა ყველა სასამართლო ინსტანციაში ეცადა.
სააპელაციო სასამართლომაც ვერ იპოვა კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნა გაეგრძელებინა. მან გაარღვია საზღვარი უკრაინასა და პოლონეთს შორის და ლოგიკურია, რომ სასაზღვრო სამსახურმა ის ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე გააძევა“-აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი დმიტრო ლუბინეტი. 
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი გუშინ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს, რის შემდეგაც პოლონეთში გააძევეს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031