გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ია მეტრეველი: ოქრუაშვილმა ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს სასამართლოებში ჩივილი სხვების წინააღმდეგ

19-07-2019

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს სასამართლოებში ჩივილი.

„კი მაგრამ, საიდან ჰქონდა ოქრუაშვილს ამდენი მილიონები, აკი დევნილად იყო გაქცეული საფრანგეთში. ოქრუაშვილმა ჯერ ბუტას საქმეზე აგოს პასუხი და მერე დაიწყოს სასამართლოებში ჩივილი სხვების წინააღმდეგ“, - წერს ია მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31