გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი: აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად

22-02-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მიუკერძოებელი და გარე ზემოქმედებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. 
ამის შესახებ კელიმ საქართველოში მისი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
„უახლოეს წარსულში ამერიკულმა კომპანიებმა რამდენჯერმე გამოთქვეს წუხილი, რომ სასამართლოებში მათ სამართლიანად არ ეპყრობოდნენ. მიუკერძოებელი და გარე ზემოქმედებისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისთვის აუცილებელია, ასევე აუციელებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა. სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იარაღად ოპონენტების წინააღმდეგ ან თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად. მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული როგორ გამოავლენს თავშეკავებას.
საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას პლურალისტური მედია. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება და ალტერნატიური აზრის ჩახშობა. 
არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების მიერ ანგარიშვალდებულებას“ - განაცხადა კელიმ.
შეგახსენებთ, რომ იან კელი თანამდებობას მარტში დატოვებს. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930