გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავა

23-02-2018

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1 პირი დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 თებერვალს თბილისში, კაზინო „აჭარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა ერთი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს. 
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31