გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცხინვალში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

23-02-2018

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცხინვალში, დღეს მომხდარი უმძიმესი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

უმცროსი სერჟანტი არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.

„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგოვრობის აქტიური ჩართულობით დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი, ასევე დროულად მოხდეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლება“-აცხადებენ სამინისტროში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31