გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი მღებრიშილი: ხანძრის ადგილზე იყო მეთვალყურეობის კამერები და სავარაუდოდ დადგინდება ცეცხლის გავრცელების კერა

27-02-2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 3000 კვადრატულ მეტრზე მეტია დამწვარი.
ამის შესახებ მღებრიშვილმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განაცხადა. 
„ლიკვიდაცია ჯერ არ გვაქვს, ცალკეული კერებია დარჩენილი და სწორედ მათი დამუშავება მიმდინარეობს.
3000 კვადრატი უნდა იყოს მინიმუმ დამწვარი, მაგრამ ზუსტ ციფრებს ალბათ ხვალ მოგახსენებთ. იყო ადგილზე ვიდეო მონიტორინგის საშუალებები, მეთვალყურეობის კამერები, სავარაუდოდ, შეიძლება დადგენა კერა საიდან გავრცელდა. გამოძიებას აქვს სამუშაო და გამოძიება გეტყვით ზუსტ პასუხს“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ბაზარი დაიწვა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930