გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ერთი თვის განმავლობაში თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოვლინდა

27-02-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე 1-ლი თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4, სამცხე-ჯავახეთში - 3, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31