გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილი: დღეში რამდენჯერმე გვაქვს კომუნიკაცია მეორე მხარესთან, რათა ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხდეს  

28-02-2018


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე დღეში რამდენჯერმა ხდება კომუნიკაცია.

მისივე თქმით, ქართული მხარე სრული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.

„ჩვენ გვაქცს დღეში რამდენჯერმე და ფაქტიურად რამდენიმე წუთში  ერთხელ სხვადასხვა არხით კომუნიკაცია მეორე მხარესთან, იმისთვის რომ მოხერხდეს ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლება. ჩვენი მოთხოვნა გახლავთ რომ გადმოსვენება მოხდეს დაუყოვნებლივ. სრული ექსპერტიზის ჩატარებაა აუცილებელი გარემოებების დასადგენად,“-აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს, ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031