გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი: საჭიროა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების სასწრაფო გამოძიება და პასუხისმგებლობის დადგენა

28-02-2018


 

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ევროსაბჭოს კონგრესის პრეზიდენტი მოსლერ-ტორსტრომი სასწრაფო გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დადეგას ითხოვს.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"მსურს მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას შევუერთდე და ჩემი აღშფოთება და მწუხარება გამოვხატო ამ ტრაგიკული შემთხვევის მიმართ.

აუცილებელია გამჭვირვალე გამოძიება მისი გარდაცვალებისა და პასუხისმგებლობის დადგენისთვის", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ტატუნაშვილთან დაკავებული ორი პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

 

კონგრესის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930