გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იან კელი ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე: უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის

1-03-2018

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, აუცილებელია, რომ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ამის შესახებ კელიმ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკითხის კომენტირებისას განაცხადა, 
,,შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით. ეს არის საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის. ასევე შემაძრწუნებელი სიტუაციაა. საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა მოხდა იქ, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ საკითხზე. ოკუპანტ ძალას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღოს ამ საქმეზე რაიმე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს, რაც შეიძლება სწრაფად“-განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალში გარდაიცავალა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031