გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოს გენერალური მდივანი: საქართველო სწორი გზით მიდის, როდესაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას

2-03-2018

ეუთოს პირველი გენერალური მდივნის, სპენსერ ოლივერის განცხადებით, საქართველო სწორი გზით მიდის, როდესაც ყურადღებას ამხვილებს იმ მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ.
მისივე თქმით, საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება უნდა გაგრძელდეს. 
"ძალიან კარგად ვიცობ რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის თემას და იმ საკითხსაც, რაც დონბასში ხდება. ვფიქრობ, უნდა გაგარძელდეს საზოგადოების ყურადღების მობილიზება იმაზე, თუ როგორ ირღვევა საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველო სწორი გზით მიდის, როდესაც ამხელს ამ უკანონობას და ყურადღებას ამხვილებს საქართველოს იმ მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ. უნდა იყოს შენარჩუნებული სიფხიზლე და შეუპოვრობა"- განაცხადა სპენსერ ოლივერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31