გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თარხნიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

4-03-2018

მთაწმინდის რაიონში, თარხიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.


გზის სარეაბილიტაციო სამუშაო 2300 კვ.მ. ფართობზე ჩატარდა - დაიგო ასფალტის ახალი საფარი და კეთილმოეწყო ტროტუარები.


თარხნიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამგეობამ ბიუჯეტიდან 84 ათას 700 ლარი გამოყო. სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.
გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31