გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გაეროს ელჩი: ტატუნაშვილის საქმეზე მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას, რომელიც ინფორმაციას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს

5-03-2018

საქართველოში გაეროს ელჩის, ნილს სკოტის განცხადებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არჩილ ტატუნაშილის გარდაცვალების საქმეზე გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. 
ამ განცხადებით სკოტი ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტსა და მისი გადმოსვენების საკითხს გამოეხმაურა.
"გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს, ტატუნაშვილთან დაკავშირებული მოვლენების განვითრებას. ჩვენ მოვითხოვთ გამჭვირვალე გამოძიებას, რომელიც ინფორმაციას მისცემს ყველა დაინტერესებულ მხარეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი, რომ ცხედარი სასწრაფოდ გადაეცეს ოჯახს და ასევე ორი ადამიანი, რომელიც აქამდე რჩება ცხინვალში, სასწრაფოდ გაანთავისუფლონ"-განაცხადა ნილს სკოტიმ.
შეგახსებებთ, რომ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ცხინვალში გარდაიცვალა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930