გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინმზიდში უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა აღმოაჩინა

7-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მორიგი პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გაჩერებულ ბენზინმზიდში, აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილი სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31