გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: საკანალიზაციო ჭების პრობლემა უნდა მოგვარდეს

7-03-2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაჭრა დაავალა.


მისი თქმით, საკანალიზაციო ჭების თავები ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებს.


„საკანალიზაციო ჭების თავები წარმოადგენს ორმოებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. მესმის, რომ ეს არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული კომპანიების საკუთრებაა, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქუტურა მოწესრიგებულია, პრობლემა მოგვარდეს, ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31