გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსი: ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად

9-03-2018

მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისის დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, საქართველოს უკანონო მიგრაციის პრობლემის გადაწყვეტის საკითხებში ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს. 
ამის შესახებ ევროკომისარმა ბრიუსელში ევროკავშირის 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უკანონო მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად და კონკრეტულ ღონისძიებების ჩატარებაზე ერთად ვმუშაობთ. ქართულ მხარეს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ექნება. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის უფლება, რომელსაც ასევე ვალდებულებები ახლავს თან.
ამ საკითხზე და რისკებზე, რომლებიც თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნასთან არის დაკავშირებული, მუდმივად უნდა იყოს საუბარი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს”-განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930