გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტში აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი კომისიის სხდომა გაიმართა

12-03-2018

საქართველოს პარლამენტში დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.


კომისიის წევრებმა დაამტკიცეს კომისიის დებულება, აირჩიეს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი, ხოლო მდივნად - ფრაქციის „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე - გოგი მეშველიანი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია პარლამენტის დადგენილების თანახმად 7 მარტს შეიქმნა, პარლამენტმა კომისიის თავმჯდომარედ „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი პაატა კვიჟინაძე აირჩია. კომისია განისაზღვრა 16 წევრის შემადგენლობით, სამი თვის ვადით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31