გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოჩა ენუქიძე: „სითი პარკის“ ქმედებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვადა პრეტენზია მოსახლეობასაც გააჩნდა

14-03-2018

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“თავმჯდომარის გოჩა ენუქიძის განცხადებით, თბილისის მერმა „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო.


მისივე თქმით, გარდა დედაქალაქის მთავრობისა, მოსახლეობასაც ბევრი კითხვა და პრეტენზია გააჩნდა აღნიშნული კომპანიის ქმედებებთან დაკავშირებით.
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მერიის განმივიღებთ პარკირების სამართლიან სისტემას, რომელიც განტვირთავს ქალაქის ცენტრალურ უბნებს, ასევე ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ მძღოლებისთვის მოსახერხებელი პარკირების ადგილების შექმნაზე, არამედ, გაითვალისწინებს ფეხით მოსიარულე ადამიანების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი ეკონომიკის“თავმჯდომარე გოჩა ენუქიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930